- ბოლონიასთან მატჩამდე რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა
- ნაპოლის მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისევ ისაუბრა
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში ნაპოლი სტუმრად ბოლონიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ცხადია ბევრ თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიასა და მის უგოლო სერიაზე, რომელიც მარტიდან იღებს სათავეს. გარსიამ ამის შესახებ თქვა:
"იმედი მაქვს, რომ კვარა მალე შეძლებს გოლის გატანას, მას ველაპარაკე: თუ მხოლოდ გოლზე იქნება კონცენტრირებული და ეს იქნება აკვიატება, ვერ გაიტანს. მან უნდა ითამაშოს თავისი თამაში, ცივი გონებით, სიამოვნება უნდა მიიღოს შეტევაში თამაშისგან, მაგრამ ასევე დაცვით ფაზაში მოქმედებით, ეს ეხება ყველას, ასე შეძლებს გოლის გატანას და თავდაჯერებაც დაბრუნდება".
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ოთხ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. მან ბოლოს გოლი 19 მარტს, ტორინოს წინააღმდეგ გაიტანა, როდესაც მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა.
ნაპოლის სერია A-ს ოთხ ტურში 7 ქულა აქვს, ბოლონიას კი, 24 სექტემბერს შეხვდება (თბილისის დროით 20:00 საათზე).
კომენტარები