Thumbnail
  • ლერი აბულაძე ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
  • აბულაძე ფინალში აზერბაიჯანელ მამადოვს შეხვდება

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 63-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ლერი აბულაძემ ფინალის საგზური მოიპოვა. მან ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა: ენეს ბასარი (თურქეთი), ოლექსანდრ ჰრუშინი (უკრაინა) და სტეფან კლემენი (საფრანგეთი).

აბულაძემ კლემენს 3:1 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა. ლერი 0:1-ს აგებდა, თუმცა ბრძოლის შეტრიალება შეძლო. მისი მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი მურად მამადოვი იქნება, რომელმაც სერბ გიორგი თიბილოვს 4:1 აჯობა. ფინალი ხვალ გაიმართება, სილქ უნივერსალზე პირდაპირი რეპორტაჟი 20:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები