Thumbnail

'სამყარო ხელში სატანამ ჩაიგდო' - მიტჩელი ოქტაგონზე ბიბლიით გავიდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ბრაის მიტჩელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დან იგე დაამარცხა
  • ამერიკელმა მოგების შემდეგ ოქტაგონზე ბიბლია აიტანა და ჰავაის ხანძარზე ისაუბრა

დღეს, 24 სექტემბრის გამთენიისას, UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა ბრაის მიტჩელმა (16-1) ჰავაიელი დან იგე (17-7) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამერიკელმა გამარჯვების სიტყვა ოქტაგონზე ბიბლიით ხელში წარმოთქვა. 

მიტჩელი ჰავაის კუნძულებზე გაჩენილ ხანძარს შეეხო და თქვა, რომ ეს ყველაფერი სატანის ძალით მოხდა, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბოროტ ძალებს მიწები წაერთმიათ. 

"დან, ჩემთან ერთად დარჩი ძმაო ოქტაგონზე და ილოცე, ეს ღმერთის მიერ შენთვის განსაზღვრული ბედია, მთელი მსოფლიო შენ გიყურებს. აქ ბიბლია იმიტომ მოვიტანე, რომ მჯერა, სამყარო ხელში სატანამ ჩაიგდო. კონკრეტულად, ჰავაის კუნძულებზე გაჩენილი ხანძრის შესახებ ვლაპარაკობ. ჩემი ჰონორარიდან 5000 დოლარს დან იგეს დავუთმობ, რათა გადასცეს იმ ადამიანებს, ვინც შვილები და ოჯახის წევრები დაკარგეს. ეს ხალხი მთელი გულით მიყვარს და მსურს ვაჩვენოთ სატანას, რომ თუ გავერთიანდებით, ქრისტეს ძალას ვერაფერს დააკლებს. იქ ცეცხლი ბუნებრივად არ გაჩენილა, მჯერა, რომ ეს ადამიანებმა სპეციალურად ჩაიდინეს, რათა ადგილობრივებს მიწები წაართვან და მსურს, დან იგე თავის ხალხს სატანის წინააღმდეგ ლოცვით გაუძღვეს," - თქვა 28 წლის ამერიკელმა. 

ბრაის მიტჩელს გამარჯვების შემდეგ არავინ გამოუწვევია და არავისთან ჩხუბზე არ უსაუბრია. "თაგ ნასთის" კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს - ილია თოფურიას (14-0) მეორე რაუნდში დანებდა. თუმცა, იგესთან მატჩის გამართვამდე ქართველთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს მოგება ილიას არ ეთვლებოდა, რადგან თვითონ ავად იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები