Thumbnail

იაპონიის გრანპრი ფერსტაპენმა მოიგო - კონსტრუქტორთა თასს გამარჯვებული უკვე ჰყავს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • მაქს ფერსტაპენმა იაპონიაში გამართული რბოლის მოგებაც შეძლო
  • ნიდერლანდელთან ერთად, პოდიუმზე მაკლარენის ორი პილოტი ავიდა

იაპონიის გრანპრის ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონისთვის ლოგიკური დასასრული ჰქონდა - რბოლა რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა პრობლემების გარეშე მოიგო. მაქსმა წელს მე-13 რბოლაში გაიმარჯვა და ფორმულა 1-ის რეკორდამდე 2 ტრიუმფი აშორებს - შარშან 15 მოგებისგან შემდგარი რეკორდი თავად ფერსტაპენმა დაამყარა. 

რედ ბულის პილოტის გარდა, პოდიუმზე მაკლარენის ორი მრბოლელი ავიდა - ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტი. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ პიასტი გახდა პირველი დებიუტანტი, რომელმაც სამეულში გასვლა მოახერხა. 2017 წელს პოდიუმზე ასვლა ლანს სტროლმა შეძლო, რომელმაც აზერბაიჯანის გრანპრიზე მესამე ადგილი დაიკავა. 

ნორისი, კრისტიან ჰორნერი, ფერსტაპენი, პიასტრი

იაპონიაში გამართულ შეჯიბრზე მეოთხე ადგილზე ფერარის პილოტი, შარლ ლეკლერი გავიდა, მეხუთე ლუის ჰემილტონი იყო, რომელმაც ფერარის მეორე პილოტ კარლოს საინსს 1 წამით აჯობა. 

ფორმულა 1-ის სეზონის დასრულებამდე 6 რბოლით ადრე კონსტრუქტორთა თასს გამარჯვებული ჰყავს - რედ ბულმა გუნდურ ჩათვლაში ზედიზედ მეორე, ისტორიაში, კი მეექვსედ მოიგო. ავსტრიული საჯინიბო ბოლო წლებში შეუჩერებელია და მიმდინარე სეზონში გამართული 16 რბოლიდან 15 მათ პილოტებმა მოიგეს. 

რედ ბულის ხელმძღვანელი, კრისტიან ჰორნერი და მაქს ფერსტაპენი

იაპონიის გრანპრი

 

  1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 53 წრე

  2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) +19.387

  3. ოსკარ პიასტი (მაკლარენი) +36.494

  4. შარლ ლეკლერი (ფერარი) +43.998

  5. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) +49.376

  6. კარლო საინსი (ფერარი) +50.221

  7. ჯორჯ რასელი (მერსედესი) +57.659

  8. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) +1.14.725

  9. ესტებან ოკონი (რენო) +1.19.678

  10. პიერ გასლი (რენო) +1.23.155

საერთო ჩათვლა

 

  1. მაქს ფერსტაპენი - 400 ქულა

  2. სერხიო პერესი - 223

  3. ლუის ჰემილტონი - 190

  4. ფერნანდო ალონსო - 174

  5. კარლოს საინსი - 150

  6. შარლ ლეკლერი - 135

  7. ლანდო ნორისი - 115

  8. ჯორჯ რასელი - 115

  9. ოსკარ პიასტრი - 57

  10. ლანს სტროლი - 47

კონსტრუქტორთა თასი

  1. რედ ბული - 623 ქულა

  2. მერსედესი - 305

  3. ფერარი - 285

  4. ასტონ მარტინი - 221

  5. მაკლარენი - 172

  6. რენო - 84

  7. უილიამსი - 21

  8. ჰაასი - 12

  9. ალფა რომეო - 10

  10. ალფატაური - 5

კომენტარები

ბოლო ამბები