Thumbnail
  • ატლანტა იუნაიტედი 4:1 მონრეალი
  • საბა ლობჟანიძემ MLS-ში მესამე საგოლე პასი გააკეთა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძის ამერიკული კარიერა ძალიან კარგად დაიწყო და გრძელდება - ამჯერად ატლანტა იუნაიტედის ქართველმა შემტევმა შედეგიანი მოქმედებით თავი მონრეალთან გამოიჩინა და 4:1 მოგებულ მატჩში საგოლე პასი გააკეთა. 

საბა ჯორჯიელთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მოედანზე 71 წუთი გაატარა. შეხვედრაში ანგარიში შანდე სილვას, სწორედ ლობჟანიძის პასით, 30-ე წუთზე გახსნა. ატლანტას შემადგენლობაში გოლები მსოფლიოს ჩემპიონმა ტიაგო ალმადამ, გეორგიოს იაკუმაკისმა და კოლუმბიელმა ედვინ მოსკერამ გაიტანეს. 

ატლანტა იუნაიტედმა ამ გამარჯვებით 49 ქულა დააგროვა და MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს სამ სხვა გუნდთან ერთად იყოფს. მეიჯორ სოკერ ლიგის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ატლანტას 3 თამაში აქვს დარჩენილი - პლეი ოფში გარანტირებულად გასასვლელად ქართველის გუნდს 1 მოგებაც ჰყოფნის. 

საბა ლობჟანიძემ, კი MLS-ში 6 შეხვედრა გამართა. ამ მატჩებში გარემარბმა მინდორზე 269 წუთი გაატარა, ამ დროში, კი 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. საბასთან ერთად ატლანტა იუნაიტედი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. მომავალ შეხვედრას ჯორჯიული გუნდი 5 ოქტომბერს, ფილადელფია იუნიონის წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები