- ილია სულამანიძემ ბაქოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
- ქართველმა ძიუდოსტმა ფინალში მატვეი კანიკოვსკისთან მოიგო
ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.
სულამანიძე ფინალში რუს მატვეი კანიკოვსკის დაუპირისპირდა, რომელთანაც მთელი ბრძოლიას განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. გადამწყვეტი გამოდგა ილიას ილეთი შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე, რომელიც ვაზარით შეფასდა.
ილიამ ფინალამდე რუსი ნიაზ ბილალოვი, ბრიტანელი რის ტომპსონი, ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და ფრანგი ორელინ დისე დაამარცხა.
ეს საქართველოს მეორე მედალია ბაქოს გრანდ სლემზე, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს ვერცხლი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
დღესვე, ფინალი წააგო გურამ თუშიშვილმა, რომელიც ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო და უმედლოდ დარჩა.
კომენტარები