- გურამ თუშიშვილი ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა
- საქართველომ ბაქოში 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა
- სულამანიძის ოქრო ბაქოს გრანდ სლემზე - ილიამ ფინალში რუსი დაამარცხა
ბაქოს გრანდ სლემი საქართველომ 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.
+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ფინალში იყო, მაგრამ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ინალ ტასოევთან წააგო. დაძაბულ ბრძოლაში ორივე ძიუდოისტს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, 32 წამით ადრე კი, მსაჯებმა ტასოევის სასარგებლოდ ვაზარი დააფიქსირეს, რასაც გურამის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მსაჯმა ის შეხვედრიდან მოხსნა, შესაბამისად, დამარცხდა.
თუშიშვილმა ფინალამდე ტაჯიკ მანსურ რაჰმონს, რუს ტამერლან ბაშაევს და ყაზახ ეირასილ კაჟაბაიევს აჯობა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც თავიდან ყაზახი ადილ ორაზბაიევი, გერმანელი ერიკ აბრამოვი და აზერბაიჯანელი ჟამალ გამზათანოვი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ინალ ტასოევთან განიცადა მარცხი. ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდა, რომელთანაც იპონით წააგო და უმედლოდ დარჩა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ბაქოში 17 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი, გრანდ სლემი 3 მედლით დაასრულა - ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი), ილია სულამანიძე (ოქრო), გურამ თუშიშვილი (ვერცხლი).
კომენტარები