Thumbnail

ერედივიზიონის მე-6 ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის აიაქსისა და ფეიენოორდს შორის დაპირისპირება გადაიდო. მატჩი სამჯერ შეწყდა - ამსტერდამული გუნდის ფანები შეხვედრის განმავლობაში მოედანზე ჭიქებსა და მაშხალებს ისროდნენ. შესაბამისად, 55-ე წუთზე, როცა აიაქსი 0:3 მარცხდებოდა, მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის შემდეგ, სტადიონის გარეთ ქაოსი და არეულობა კვლავ გაგრძელდა. აიაქსის გაბრაზებული ფანები, თავიანთი გუნდის ბოლო შედეგებისა და კლუბში არსებულ სიტუაციას "იოჰან კრუიფ არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებდნენ, რამაც საბოლოო ჯამში მწვავე სახეც მიიღო.

ზოგიერთმა გულშემატკივარმა სტადიონის შესასვლელის შუშის კარებებიც ჩაამტვრია და შიგნით შეაღწია.

ნიდერლანდურმა გრანდმა, რომელსაც სეზონის დაწყებამდე ქართველი ფეხბურთელი შეუერთდა, სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. ამსტერდამელები ერედივიზიონში მე-13 ადგილზე იმყოფებიან და მორის სტეინის ხელში საშინელ ფეხბურთს თამაშობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები