Thumbnail

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში ნაპოლი სტუმრად ბოლონიას დაუზავდა (0:0), ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია კი 188 დღემდე გაიზარდა.

თუმცა, ქართველი თანაგუნდელთა ფონზე მაინც უკეთ გამოიყურებოდა, იტალიური მედიისგან ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეფასებები მან დაიმსახურა.

Calciomercato.it 6.5 ქულა - "შეფასების 1 ქულა ოსიმენის ძელის შემდეგ სენსაციურად განიავებული მომენტის გამო დაკარგა. ბევრჯერ იაქტიურა, მაგრამ ცოტა ზედმეტად არაზუსტი იყო. ნაპოლი ბოლონიას საჯარიმომდე მიჰყავდა. მისი შეცვლა აუხსნელია".

Tuttonapoli 6 ქულა - "განუწყვეტლივ უმიზნებს მეტოქეს და ბოლონიას საჯარიმოს, გოლი აკლია და დარტყმას დაჟინებით ცდილობდა, ალბათ, მეტისმეტადაც. თუმცა, მის აქტიურობას მოჰყვა პენალტი".

Calcionapoli 1926 6 ქულა - "კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორე ტაიმში ოდნავ ქრებოდა, მაგრამ გარსია მართალია: მას უგოლობა ხელს უშლის, რომ უფრო თავისუფალი გონებით ითამაშოს".

Tuttomercatoweb 6 ქულა - "დააგვიანა, როცა შორეული ძელი უნდა ჩაეხურა. მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა გოლის გატანას. რაღაცას ქმნის, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა. ნახევარი ქულით მეტი დაიმსახურა საჯარიმოში პასისთვის, რომელსაც პენალტი მოჰყვა".

Calciomercato.com 6 ქულა - "კიდევ ერთხელ უგოლოდ, მაგრამ ამჯერად შესამჩნევია, რომ პროტაგონისტობის სურვილი აქვს და ეს ხშირად გამოსდიოდა".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ნაპოლის სერია A-ში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა, მომდევნო შეხვედრას კი 27 სექტემბერს, შინ უდინეზესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები