Thumbnail

აიაქსიდან დირექტორი გააგდეს - გიორგი მიქაუტაძე მან შეიძინა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ამსტერდამის აიაქსიდან სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

აიაქსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი კლუბში მისლინტატის მიმართ ფართო მხარდაჭერის ნაკლებობაა. ის აიაქსში 2023 წლის 19 მაისიდან მუშაობდა.

სწორედ მისლინტატის სახელს უკავშირდება აიაქსში გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი. ნიდერლანდურ პრესაში მანამდე დაიწერა, რომ მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი არ იყო მიქაუტაძის ტრანსფერის მომხრე, მაგრამ მისი შეძენა სპორტულმა დირექტორმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა...

შეგახსენებთ, რომ აიაქსმა სეზონი კატასტროფულად დაიწყო, რადგან ერედივიზიონში მხოლოდ 5 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს. ფეიენოორდთან ბოლო მატჩი 3-ჯერ შეწყდა, საბოლოოდ კი, თამაში ჩაიშალა. შეხვედრის შემდეგ აიაქსის ფანებმა არეულობა სტადიონის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზეც მოაწყვეს, მათ ქმედებას კი კლუბი ოფიციალური განცხადებით გაემიჯნა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს: მას აიაქსში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, მხოლოდ ერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში, ბოლო ორი თამაში კი, სათადარიგო სკამზე დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები