Thumbnail

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში ნაპოლი სტუმრად ბოლონიას უგოლოდ დაუზავდა (0:0). მატჩის შემდეგ "აძურის" კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერიასა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ჰკითხეს.

"კვარას გოლი აკლია, მაგრამ სუპერკონცენტრირებულია. ახლა ის იმედგაცრუებულია, როგორც მე და ყველა. როდესაც გუნდი ვერ იმარჯვებს, არ ვართ ბედნიერები, უნდა ვიმუშაოთ. ნამდვილად არ არის ახლა საუკეთესო განწყობა, რადგან გამარჯვება გვინდოდა. მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც მალე გვაქვს", - თქვა დი ლორენცომ.

ნაპოლის კაპიტანს ასევე ვიქტორ ოსიმენის უკმაყოფილო რეაქციაზეც ჰკითხეს, რომელიც მას შეცვლის შემდეგ ჰქონდა, მით უფრო, რომ წინა მატჩებში კვარაცხელიაც ღიად გამოხატავდა მწვრთნელისადმი უკმაყოფილებას:

"ასეთ მომენტებში საჭირო არ არის მსგავსი დამოკიდებულებები, ვისაუბრებთ ერთმანეთთან, რათა ამ მდგომარეობის გაუმჯობესება ვცადოთ. ეს არის ახალი სეზონი, ახალი მწვრთნელით, მაგრამ გუნდი ერთიანია და ვიმუშავებთ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ნაპოლის სერია A-ში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა, მომდევნო შეხვედრას კი 27 სექტემბერს, შინ უდინეზესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები