Thumbnail

ნეიმარმა გასახდელში მწვრთნელთან იჩხუბა და მის გაშვებას ითხოვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარს ალ-ჰილალში მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს
  • მან ხელმძღვანელებს ჟეზუშის გათავისუფლება მოსთხოვა

საუდის არაბეთიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, ნეიმარს ალ-ჰილალის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან სერიოზული კონფლიქტი აქვს. როგორც ირკვევა, საქმე იქამდე მივიდა, რომ 31 წლის ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში ცუდი სტარტის შემდეგ მისი გათავისუფლებაც კი მოითხოვა.

ესპანური “მუნდო დეპორტივო” წერს, რომ ნეიმარი ჟეზუშს უზბეკურ კლუბთან 1:1-ის შემდეგ, გასახდელში დაუპირისპირდა. ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა (124 მატჩი, 77 გოლი) თამაშის დროს ერთ-ერთ მეტოქეს ხელი ჰკრა, რის გამოც მწვრთნელმა მატჩის შემდეგ სხვა თანაგუნდელების წინაშე გააკრიტიკა. სწორედ ამას მოჰყვა მათ შორის კონფლიქტი - ნეიმარი და ჟეზუში ერთმანეთს კინაღამ ხელითაც შეეხნენ.

მოგვიანებით, ნეიმარმა კლუბის ხელმძღვანელებს მწვრთნელის გათავისუფლება მოსთხოვა. ფაქტია, 69 წლის სპეციალისტი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა, თუმცა როგორც ირკვევა, პორტუგალიელის აგენტს კლუბის ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ შედეგების გამოსწორება მოსთხოვეს.

ალ-ჰილალმა ვერც საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩი მოიგო (1:1), რის შემდეგაც ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა (ალ-იტიჰადმა გადაასწრო). ნეიმარის გუნდისთვის ეს ამ სეზონში, მე-7 ტურში მეორე ფრეა.

ნეიმარი ალ-ჰილალში ზაფხულში 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბონუსებით ეს თანხა შეიძლება 100 მილიონამდეც გაიზარდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები