- საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-14 ადგილზე გადაინაცვლა
- ტუისოვა: საქართველოსთან მატჩს როგორც ფინალს ისე ვუყურებთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის სტარტს რეიტინგის მე-11 ადგილზე შეხვდა, დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში კი უკვე მე-14 პოზიციაზე იმყოფება.
ნათელია, რომ ბორჯღალოსნების ვარდნა მიმდინარე ტურნირზე წარუმატებელმა თამაშმა განაპირობა. შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა პირველ ტურში ავსტრალიასთან 15:35 წააგო, კიდევ უფრო მოულოდნელი კი პორტუგალიასთან ფრე (18:18) გახლდათ.
შედეგად, ქართველმა მორაგბეებმა საერთო ჯამში 3.05 დაკარგეს, მიმდინარე კლასიფიკაციაში კი წინ უკვე იაპონიის ეროვნული გუნდიც გაუშვეს და როგორც აღვნიშნეთ, მე-14 ადგილი უკავიათ. რეიტინგის ამ ნაწილში ძალიან სიმჭიდროვეა, ამდენად, სიტუაციის გამოსწორება ერთი წარმატებული თამაშითაც კი შეიძლება.
დღევანდელი გადასახედიდან ეს ძალიან რთული წარმოსადგენია, თუმცა, თუკი ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის მომდევნო შეხვედრაში ფიჯის სძლიეს, ეს საკმარისი იქნება, რომ ერთბაშად 4 საფეხურით დავწინაურდეთ და ისტორიაში პირველად მოწინავე ათეულში აღმოვჩნდეთ. კიდევ უფრო გავკადნიერდეთ და თუკი კუნძულელებს 15 ქულაზე მეტით ვაჯობეთ, მე-9 ადგილზე გადავინაცვლებთ.
მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა გაიმყარა ირლანდიის ნაკრებმა, რომელმაც მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას 13:8 სძლია და "ქურციკები" მე-3 ადგილზე დააქვეითა, მათ შორის კი საფრანგეთი აღმოჩნდა.
სამოასთან წარმატებული თამაშის (19:10) წყალობით მე-9 ადგილზე აღმოჩნდა არგენტინა (უკან ავსტრალია მოიტოვა, რომელიც უელსთან ძალიან უსახურად გამოიყურებოდა), კუნძულელები კი მე-12 პოზიციამდე დაქვეითდნენ და წინ ურუგვაის გამამწარებელი იტალია გაუშვეს.
მსოფლიო თასი 2023
მე-3 ტური
იტალია – ურუგვაი 38:17
საფრანგეთი – ნამიბია 96:0
სამხრეთ აფრიკა – ირლანდია 8:13
შოტლანდია – ტონგა 45:17
საქართველო – პორტუგალია 18:18
უელსი – ავსტრალია 40:6
არგენტინა – სამოა 19:10
ინგლისი – ჩილე 71:0
მე-4 ტური
ურუგვაი – ნამიბია
იაპონია – სამოა
ახალი ზელანდია – იტალია
არგენტინა – ჩილე
ფიჯი – საქართველო
შოტლანდია – რუმინეთი
ავსტრალია – პორტუგალია
სამხრეთ აფრიკა – ტონგა
კომენტარები