- პიეტრო ლო მონაკომ რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიასადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა
- 'მისი შეცვლა აუხსნელია' - რას წერს მედია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე
პალერმოსა და კატანიას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ განაცხადა, რომ რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას თავისი პროექტის ცენტრში არ მოიაზრებს.
ლო მონაკოს აზრით, გარსიას დამოკიდებულება ქართველი ფეხბურთელის მიმართ სწორედ ამაზე მიანიშნებს, რადგან სხვა შემთხვევაში მას ყოველ მატჩში არ შეცვლიდა:
"კვარაცხელიას არ შევცვლიდი, ქართველისნაირი ტალანტის შეცვლის პრაქტიკული ეფექტის გარდა, გასათვალისწინებელია ფეხბურთელზე ფსიქოლოგიური გალენა. დღემდე, ფრანგი მწვრთნელის არჩევანი იმაზე მეტყველებს, რომ ის კვარას თავისი პროექტის ცენტრში არ განიხილავს", - თქვა ლო მონაკომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ნაპოლის სერია A-ში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა, მომდევნო შეხვედრას კი 27 სექტემბერს, შინ უდინეზესთან ჩაატარებს.
კომენტარები