- 📅 30 სექტემბერი | ⌚ 19:45 | 🏟 ბორდო | 🏉 ფიჯი V საქართველო | 📺 I არხი
- 'საქართველოს ნაკრებთან არაერთხელ გვითამაშია და მას უდიდეს პატივს ვცემთ'
- ტუისოვა: საქართველოსთან მატჩს ისე ვუყურებთ, როგორც ფინალს
ფიჯის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიმონ რაივალუიმ დიდი პატივისცემით ისაუბრა საქართველოს ეროვნული გუნდის შესახებ და აღნიშნა, რომ მსოფლიო თასის მომდევნო ტურში ბორჯღალოსნებთან ურთულეს დაპირისპირებას ელის.
"ახლა, ფიჯის ნაკრების შესახებ ბევრს საუბრობენ და ითვლიან, მიზნის მისაღწევად რა გვჭირდება. ჩვენს გეგმებში ნამდვილად არაფერი შეცვლილა, მომავალი მატჩისთვის ისევ უდიდესი პასუხისმგებლობით ვემზადებით. საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ. მათთან არაერთხელ გვითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ ფიჯი და საქართველო განვითარების ერთ ეტაპზე დგანან. მომავალი მატჩი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ამ კვირაში სათანადოდ მომზადებისთვის ყველაფერს გავიღებთ და და რა გამოვა, ამას შაბათს ვნახავთ".
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის ნაკრებთა მატჩი 30 სექტემბერს ბორდოშია დაგეგმილი და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და ფიჯისთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული აქვთ. აი, ბორჯღალოსნებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნიათ და ტურნირზე პრესტიჟის გამარჯვებისთვის თუ იბრძოლებენ.
კომენტარები