Thumbnail

ჟუან ჟეზუშიც ლაზარეთში - ნაპოლის კიდევ ერთი მცველი გამოაკლდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟუან ჟეზუში დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებს
  • ნაპოლის დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს

ნაპოლის ცენტრალური მცველი ჟუან ჟეზუში დაახლოებით ერთი თვით გამოაკლდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლონიასთან ვერ ითამაშა, დღეს კი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

როგორც გაირკვა, ჟეზუშს ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ოქტომბრის ბოლომდე ვერ ითამაშებს. მოედანზე მის დაბრუნებას 21 ოქტომბერს, რომას წინააღმდეგ ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ ნაპოლის კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, ამირ რაჰმანიც ტრავმირებული ჰყავს, შედეგად, რუდი გარსიას განკარგულებაში უახლოეს პერიოდში მხოლოდ ლეო ოსტიგორი და ნატანი იქნებიან, რომლებმაც ბოლონიას წინააღმდეგ ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის სერია A-ში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დააგროვა, მომდევნო შეხვედრას კი 27 სექტემბერს, შინ უდინეზესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები