Thumbnail

ვან ბასტენი: გავაუქმოთ ფეხბურთი ნიდერლანდებში!

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • მარკო ვან ბასტენმა ამსტერდამის აიაქსის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
  • მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდამ გულშემატკივრების მოქმედება გააკრიტიკა

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი ამსტერდამის აიაქსის მდგომარეობას გამოეხმაურა. "უტრეხტელი გედი" შეფასებებში ძალიან რადიკალური იყო და ზოგადად, ჰოლანდიური ფეხბურთი და ფანები გააკრიტიკა

"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა ექსფორვარდმა განაცხადა, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ნიდერლანდებში ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე უნდა გაუქმდეს. 

"ფანების მოქმედება ყველაზე უარესი სცენარის განვითარებაა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენს ქვეყანაზე ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე აღარ უნდა გვქონდეს - უბრალოდ გავაუქმოთ. რა ეგონა იმ ხალხს, იმგვარი ქცევით რამეს შეცვლიდნენ? თუ პრობლემების გადაჭრის გზებს ვერ ვნახულობთ, ფეხბურთი აღარ უნდა ვითამაშოთ. ასეთი იდიოტების თავებში მინდა ჩავიხედო. უბედნიერესები ვიყავით, როცა კოვიდ პანდემია დასრულდა და გულშემატკივრები ტრიბუნებს დაუბრუნდნენ და ახლა ეს მოხდა. თუმცა, მსგავს შემთხვევას ყველა ველოდით. ამიტომ, უბრალოდ შევწყვიტოთ ფეხბურთის თამაში," - თქვა ვან ბასტენმა. 

ამსტერდამის აიაქსი ფეიენოორდთან პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 მარცხდებოდა, როცა გუნდის ფანებმა იოჰან კრუიფის არენას შეუტიეს და დააზიანეს. ამას გარდა, გულშემატკივრების მოქმედებების გამო, შეხვედრა პირველ ნახევარში ორჯერ შეწყდა. ფანების პროტესტის მიზეზი აიაქსი ძალიან ცუდი ასპარეზობა გახლავთ - ამსტერდამულ გუნდს ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები