Thumbnail

'ლა ლიგა მისი ბედისწერაა' - ხავიერ ტებასმა კილიან მბაპეზე ისაუბრა

  • ხავიერ ტებასმა კილიან მბაპეს სავარაუდო ტრანსფერზე ილაპარაკა
  • ესპანელი თვლის, რომ ფრანგის ლა ლიგაში აღმოჩენის შანსები მაღალია

Movistar+-სვის მიცემულ ინტერვიუში La Liga-ს ხელმძღვანელმა ხავიერ ტებასმა კილიან მბაპეს შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა. ესპანელ ფუნქციონერს ეჭვიც არ ეპარება, რომ ფეხბურთის ფრანგ ვარსკვლავს თავისი ქვეყნის ჩემპიონატში იხილავს. 

ტებასმა თითქმის მივიწყებული საუბრები განაახლა. მბაპეს კონტრაქტი პსჟ-სთან მომავალი წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი მომავალი ჯერ გარკვეული არ არის. უკვე დიდი ხანია, კილიანს მადრიდის რეალს უკავშირებენ, თუმცა ტრანსფერი არა და არ შედგა. ამ განხილვებში საკუთარი სიტყვა ტებასმაც თქვა. 

"100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ კილიან მბაპე ლა ლიგაში აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ეს მისი ბედისწერაა. მომდევნო წელს მისი ესპანეთში აღმოჩენის შანსებს 70-80%-ით შევაფასებდი," - განაცხადა ლა ლიგის ბოსმა. 

შეგახსენებთ, პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ გასულ ზაფხულში საჯაროდ თქვა, რომ მბაპე რეალს გუნდში 2024 წელს გადასვლაზე უკვე შეუთანხმდა. ამის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი პარიზული კლუბის პირველი გუნდიდან მოკვეთეს, თუმცა კონსულტაციების შემდეგ დააბრუნეს. 24 წლის ფეხბურთელი 9 თვეში თავისუფალი აგენტი გახდება და რეალში გადასვლა უფასოდ შეეძლება.

კომენტარები

ბოლო ამბები