Thumbnail

კოლუმბიაში წაგებული მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი მოკლეს

  • ბოგოტას ტიგრესის პრეზიდენტი წაგებული თამაშის შემდეგ დაცხრილეს
  • ავტომობილით მიმავალ 63 წლის ედგარ პაესს მოტოციკლიდან ესროლეს   

კოლუმბიაში საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი მას შემდეგ მოკლეს, რაც მისმა გუნდმა ჩემპიონატში თამაში წააგო. 

ბოგოტას ტიგრესმა, რომელიც კოლუმბიის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის, 23 სექტმბერს, საშინაო შეხვედრა კალის ატლეტიკოსთან ანგარიშთი 2:3 დათმო. მატჩის დასრულების შემდეგ ტიგრესის პრეზიდენტმა ედგარ პაესი სტადიონს ქალიშვილთან ერთად, ავტომობილით ტოვებდა, როდესაც მოტოციკლიანი ორი პირი თავს დაესხა. თავის და მკერდის არეში დაჭრილი კლუბის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმება 63 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ედგარ პაესი საფეხბურთო კლუბის ტიგრესის აქციების 49%-ს ფლობდა, დანარჩენს კი - მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. გამოითქმის ვარაუდი, რომ მკვლელობა საფეხბურთო ფსონებს უკავშირდება. სხვათა შორის, პაესს კოლუმბიის გენერალურ პროკურატურაში დეტექტივად და გამომძიებლადაც უმუშავია. 

კომენტარები

ბოლო ამბები