Thumbnail
  • 📅 30 სექტემბერი | ⌚ 19:45 | 🏟 ბორდო | 🏉 ფიჯი V საქართველო | 📺 I არხი
  • ბექა გორგაძემ პორტუგალიასთან კოჭი იტკინა და მის ნაცვლად ოთარ გიორგაძეს უხმეს

მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან მატჩი მძიმედ დასრულდა საქართველოს ნაკრებისთვის. "ლობუშთან" ფრე (18:18) ხომ ბორჯღალოსნების გეგმებში არ შედიოდა და ამას გარდა, გუნდმა ერთ-ერთი წამყვანი მორაგბეც დაკარგა.

როგორც ირკვევა, გასულ შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო და მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა ბექა გორგაძე. ფრანგული პოს მესამეხაზელმა პორტუგალიელებთან შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, მალევე დადგინდა, რომ სერიოზული დაზიანება ჰქონდა.

უკვე ცნობილია, რომ გორგაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს საფრანგეთში მოთამაშე კიდევ ერთი ლეგიონერი, ბრივის წევრი ოთარ გიორგაძე შეუერთდება, რომელიც გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფებოდა, თუმცა, საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე მომდევნო მატჩი 30 სექტემბერს ბორდოში, ფიჯისთან ელით და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და ფიჯისთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული აქვთ. აი, საქართველოს ნაკრებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და ტურნირზე პრესტიჟის გამარჯვებისთვის თუ იბრძოლებს.

⬇️ ⬇️ ⬆️ ცვლილება შემადგენლობაში | პორტუგალიის თამაშზე მიღებული კოჭის ტრავმის გამო, ბექა გორგაძე მსოფლიო თასზე ნაკრებს გამოეთიშა. მის ნაცვლად #ბორჯღალოსნებს ოთარ გიორგაძე შეუერთდება 🏉

Posted by ბორჯღალოსნები . The Lelos on Tuesday, September 26, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები