- პოპულარული სათამაშო კონსოლი წელს Frostbite Engine-ზე იმუშავებს
- Nintendo Switch PlayStation-ისა და Xbox-ის ვერსიებს დაემსგავსება
- კვარაცხელია +12, მამარდაშვილი +3 - ქართველების რეიტინგები გაირკვა
გეიმინგ სამყაროში სექტემბრის მთავარი ამბავი ახალი საფეხბურთო სიმულატორის, FC 24-ის გამოსვლას უკავშირდება. მომხმარებლებს თამაშზე წინასწარი წვდომის შესაძლებლობა უკვე მიეცათ, თუმცა “ახალი ფიფა” ოფიციალურად 29 სექტემბერს გამოდის.
გულშემატკივრებისთვის საინტერესოა, თუ როგორ იმუშავებს FC 24 სხვადასხვა პლატფორმაზე. დეველოპერების განცხადებით, თამაში მთლიანად თანამედროვე კონსოლებზე იქნება მორგებული. ამასთან, კომპანიამ Nintendo Switch-ის მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე გაავრცელა - წელს სათამაშო კონსოლს Frostbite Engine-ის მხარდაჭერა დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ Switch უფრო მეტად რეალისტური გახდება და PlayStation-ისა და Xbox-ის ვერსიებს დაემსგავსება.

“მიგვაჩნია, რომ FC 24 ფრენჩაიზის ისტორიაში სრულიად ახალი თავია, შესაბამისად, გვინდოდა, Nintendo Switch-ის მომხმარებლებისთვის ზუსტად ის ფუნქციები შეგვეთავაზებინა, რომლებსაც სხვა პლატფორმებს ვთავაზობთ”, - განაცხადა EA-ს პროდიუსერმა დორუ ლოგიგანმა IGN-თან საუბრისას.
გარდა ამისა, Switch-ის მოთამაშეები Ultimate Team-ის რეჟიმის გაფართოებულ ფუნქციებს მიიღებენ. FC 24 შემდეგ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი: Nintendo Switch, PlayStation 4, PlayStation 5, Windows,Xbox One და Xbox Series X/S.
კომენტარები