- Counter-Strike 2-ის სავარაუდო გამოსვლის თარიღი ცნობილია
- Valve-ს დეველოპერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა
Counter-Strike-ის სცენა სრულ გაურკვევლობაშია. ჯერჯერობით, არ არსებობს ზუსტი თარიღი, თუ როდის გამოდის ახალი თამაში - Counter-Strike 2. რამდენიმე დღის წინ, Valve-ს დეველოპერმა სოციალურ ქსელში დაწერა: “რას აკეთებთ მომავალ ოთხშაბათს?”, - ამ გზავნილს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, გაჩნდა მოსაზრება, რომ CS2 ოთხშაბათს, 27 სექტემბერს გამოვა.
თავდაპირველი ვერსიით, counter strike 2-ის გამოსვლა ზაფხულში იგეგმებოდა, ამას მოჰყვა წლის მეორე მეიჯორის გაუქმება და მოთამაშეებისა და ორგანიზაციების უკმაყოფილება. მთავარი კითხვა ისევ ძალაში რჩება - როდის იქნება თამაში ბოლომდე მზად?
ThourCS-ის ინფორმაციით, პირველი ოფიციალური სეზონი შეზღუდული სატესტო ფაზის შემდეგ 23 სექტემბერს დაიწყო, შესაბამისად, თამაშის სავარაუდო გამოსვლის თარიღად სექტემბერის მეორე ნახევარი უნდა მივიჩნიოთ. ფაქტია, 27 სექტემბერს კომპანია გულშემატკივრებს სიახლეს უმზადებს, თუმცა, შეიძლება ეს ამბავი მხოლოდ ახალი თრეილერით შემოიფარგლოს.
კომენტარები