Thumbnail
  • მარიო ბალოტელი რუდი გარსიას მარსელიდან იცნობს
  • იტალიელი ფიქრობს, რომ გარსია კარგი მწვრთნელია და დრო სჭირდება

იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ რუდი გარსიას შესახებ ისაუბრა, რომელთანაც მას ნამუშევარი აქვს. ბალოტელის და გარსიას გზები მარსელის ოლიმპიკში გადაიკვეთა. "სუპერმარიო" დარწმუნებულია, რომ გარსია ძალიან კარგი მწვრთნელია:

"გარსია მიყვარს. მას დრო უნდა მიეცეს, მწვრთნელებს დრო სჭირდებათ. ჩემთან ის მარსელში მუშაობდა და ვთვლი, რომ ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. კარიერაში ბევრი კარგი მწვრთნელი მყავდა, მაგრამ ის ნამდვილად საუკეთესოა. შარშან, სანამ შვეიცარიაში წავიდოდი, ადანა დემირსპორის მაისურით ნაპოლისთან ვითამაშე და მატჩი 2:2 დასრულდა. მაშინ ნაპოლის მიერ "სკუდეტოს" მოგებაზე ცენტსაც კი არ დავდებდი".

ბალოტელიმ ვიქტორ ოსიმენის შეცვლასა და ნიგერიელის რეაქციაზეც გააკეთა კომენტარი: "ოსიმენი ალბათ ფიქრობდა, რომ იმ მომენტში ორი თავდამსხმელით თამაში სჯობდა. სანახევროდ ის მართალია, მესმის ვიქტორის. მეც ვინერვიულებდი, კვარას და ოსიმენს თუ შეცვლიდნენ და ისინი მშვიდად გავიდოდნენ მოედნიდან, თუ გაბრაზებულები გადიან, ეს ნიშნავს, რომ გამარჯვების სურვილი ისევ აქვთ".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის სერია A-ში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა, მომდევნო შეხვედრას კი 27 სექტემბერს, შინ უდინეზესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები