- კილიან მბაპეს ტრავმა, როგორც ჩანს, სერიოზული არ არის
- ლუის ენრიკემ ფრანგის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კილიან მბაპეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მბაპეს სერიოზული არაფერი სჭირს და მალე ითამაშებს.
"ტკივილს გრძნობს, მაგრამ ეს სერიოზული პრობლემა არ არის. მისი მოედნიდან გაყვანა ჭკვიანური ნაბიჯი იყო, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერია. მას მალე შეეძლება თამაში", - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე მარსელთან მატჩში პირველივე ტაიმში შეცვალეს, თუმცა, ფრანგი ვარსკვლავი მოედანს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაბრუნდება.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე პსჟ-ს მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა.
კომენტარები