Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩისთვის ემზადება, კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდა.

ამჯერად, საუბარია ფრანგული ბრივის 25 წლის ბურჯ ლუკა ჯაფარიძეზე, რომელმაც ხერხემლის მალის ტრავმა გაიუარესა და მიმდინარე ტურნირზე თამაშს ვეღარ შესძლებს. 

სამწვრთნელო შტაბმა მის ნაცვლად ფრანგულივე გრენობლის 20 წლის ლეგიონერი ირაკლი აფციაური გამოიძახა, რომელმაც თავი წლეულს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტრავმის გამო ბორჯღალოსნებს ფრანგული პოს მესამეხაზელი ბექა გორგაძე გამოაკლდათ, რომელიც ბრივის მორაგბემ ოთარ გიორგაძემ ჩაანაცვლა.

ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე მომდევნო მატჩი 30 სექტემბერს ბორდოში, ფიჯისთან ელით და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და პორტუგალიასთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული აქვთ. აი, საქართველოს ნაკრებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და ტურნირზე პრესტიჟის გამარჯვებისთვის თუ იბრძოლებს.

⬇️ ⬆️ ცვლილება შემადგენლობაში | ხერხემლის მალის ტრავმის გაუარესების გამო, ლუკა ჯაფარიძე მსოფლიო თასზე ნაკრებს გამოეთიშა. მის ნაცვლად #ბორჯღალოსნებს ირაკლი აფციაური შეუერთდება 🏉

Posted by ბორჯღალოსნები . The Lelos on Tuesday, September 26, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები