Thumbnail

'შემოუერთდით ჩვენს ბოიკოტს' - უკრაინის რეაქცია უეფას გადაწყვეტილებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია უეფას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები (ბიჭების და გოგონების), განსხვავებით უფროსებისგან, ორგანიზაციის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირებში დაშვებულები იქნებიან. 
 
ახლახან უეფამ რუსეთის 17-წლამდელთა გუნდები საერთაშორისო ასპარეზზე ნეიტრალური სტატუსით, ქვეყნის დროშის, ჰიმნისა და ეროვნული ფორმის გარეშე უკვე მიმდიდნარე სეზონში დაუშვა. მატჩები არ ჩატარდება რუსეთის ტერიტორიაზე. ამავდროულად, უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ რუსულ ნაკრებებსა და კლუბებზე ბანი უკრაინაში ომის დასრულებამდე შენარჩუნებდა.
 
ამის მიუხედავად, უკრაინელები აცხადებენ, რომ არ გამოვლენ შეჯიბრებებში, სადაც რუსებით დაკომპლექტებული გუნდები იქნებიან დაშვებულნი. 

უეფამ გამონაკლისი რუსეთის 17-წლანდელთა ნაკრებებზე დაუშვა

"მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთის გუნდების შეჯიბრებებში თანდათანობით დაბრუნებას შეეხება და მიიღება იმ სამხედრო მოქმედებების ფონზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ატარებს, უსაფუძვლო და ტოლერანტულია რუსული აგრესიული პოლიტიკის მამართ. 
  
УАФ (უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია) გამოდის მოწოდებით, შენარჩუნდეს უეფასა და ფიფას უწინდელი გადაწყვეტილებები, ამ ორგანიზაციების ეგიდით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსული გუნდების არდაშვებასთან დაკავშირებით. 

УАФ ადასტურებს, რომ არ მიიღებს არცერთ შეჯიბრებაში მონაწილეობას, სადაც რუსეთის გუნდები იქნებიან დაშვებულნი და თხოვნით მიმართავს უეფას სხვა წევრ ასოციაციებსაც, ბოიკოტი გამოუცხადონ იმ მატჩებს, რომლებშიც რუსეთის დაშვებულ გუნდებთან შეხვედრა შეიძლება მოუხდეთ", - ნათქვამია უკრაინელთა განცხადებაში.

უეფას გადაწყვეტილებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, რომელიც ძველ პოზიციაზე რჩება და კვლავაც გააგრძელებს რუსეთის გუნდების მონაწილეობით მატჩების ბოიკოტირებას.

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრისა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ, ფიფამ და უეფამ თავიანთ ტურნირებს რუსეთის ყველა ნაკრები და კლუბი ჩამოაშორეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები