- ლანსთან მატჩის დროს მძარცველები ესპანელის მცველის სახლში შეიჭრნენ
- ძარცვის დროს სახლში სერხიო რამოსის შვილები იმყოფებოდნენ
20 სექტემბერს, სერხიო რამოსისა და მისი მეუღლის, პილარ რუბიოს სახლი სევილიაში გაძარცვეს. ინციდენტი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დროს მოხდა, როცა ესპანური გუნდი ლანსს ეთამაშებოდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ABC ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ძარვის დროს სახლში რამოსის ოთხი შვილი და მათი მომვლელები იმყოფებოდნენ და საბედნიეროდ, არცერთი მათგანი დაშავებულა. ABC წერს, რომ ამ დროს რამოსი "რამონ სანჩეს პისხუანზე" იმყოფებოდა, მისი მეუღლე კი პროფესიონალური მიზეზების გამო ქალაქგარეთ იყო წასული.
სააგენტო EFE იუწყება, რომ გამოძიებას სასამართლო პოლიცია აწარმოებს და როგორც ABC ამბობს, მძარცველებმა საათები, ძვირფასეულობა, ტანსაცმელი და ფული წაიღეს.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი ძარცვის მსხვერპლი 2012 წელს, მადრიდშიც გახდა. რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა დაინახა როგორ შეიჭრა სახლში ორი მძარცველი.
კომენტარები