- 'ძალიან აღელვებული ვარ და მომავალ სეზონს უდიდესი მოტივაციით ვხვდები'
- მაგდა კობაიძე კარიერას ბალატონფურედის ფრენბურთის აკადემიაში გააგრძელებს
15 წლის ქართველი ტალანტი მაგდა კობაიძე კარიერას უნგრული ბალატონფურედის ფრენბურთის აკადემიაში გააგრძელებს.
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრული ნაკრების წევრი უნგრეთში აგვისტოდან იმყოფებოდა, ახლა კი, კლუბმა მასთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა.
"15 წლის მაგდა კობაიძე უდიდეს ტალანტად ითვლება არა მხოლოდ მის სამშობლოში. მან უკვე ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ზაფხულში კი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საკვანძო როლი ჰქონდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ფრენბურთისადმი ძალიან ერთგული დამოკიდებულება გააჩნია და იმედია, მასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვექნება", - ვკითხულობთ უნგრული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
"ეს, ჩემთვის, უცხოეთში თამაშის პირველი გამოცდილებაა. ვგრძნობ, რომ აქ ჩემი სათამაშო კონდიციების გაუმჯობესება შემიძლია. ძალიან აღელვებული ვარ და მომავალ სეზონს უდიდესი მოტივაციით ვხვდები", - განაცხადა კობაიძემ.
უნგრული ექსტრალიგა სტარტს 15 ოქტომბერს აიღებს, ბალატონფურედის ფრენბურთის აკადემიას კი პირველი ტურის მატჩი დიოშდიორთან ელის.
კომენტარები