- 📅 30 სექტემბერი | ⌚ 19:45 | 🏟 ბორდო | 🏉 ფიჯი V საქართველო | 📺 I არხი
- 'ყურადღება უნდა დავუთმოთ სტატიკას და ბურთიც მაქსიმალურად შევინარჩუნოთ'
- ფიჯი დრუას თავკაცი მაიკ ბირნი ბორჯღალოსნებთან თამაშს გამოეხმაურა
ფიჯური ფრენჩაიზის ფიჯი დრუას მთავარი მწვრთნელი მაიკ ბირნი საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნებთან ფიზიკურად დატვირთულ თამაშს ელის, “მფრინავ ფიჯელებს” კი მოდუნების უფლება არ აქვთ.
"ჩემი აზრით, დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ სტატიკურ სიტუაციებს და ბურთიც მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ. მოსალოდნელია, რომ ჩვენს ფიზიკურად დაჩაგვრას ეცდებიან, ისევე როგორც, ავსტრალიასთან მატჩში. ფიჯიმ იმავე განწყობით უნდა ითამაშოს, როგორც უელსთან და ავსტრალიასთან. იმ თამაშებზე მხოლოდ მოსაგებად გავედით და ვიცოდით, რომ ყველაფერი უნდა გაგვეღო. ახლაც ასე უნდა იყოს. არაფრის შეცვლა არ გვინდა. მოდუნება არ შეიძლება".
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე მომდევნო მატჩი 30 სექტემბერს ბორდოში ელით და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და პორტუგალიასთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული აქვთ. აი, საქართველოს ნაკრებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულაა და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა გააჩნია.
კომენტარები