- Natus Vincere-ის ლიდერმა ფანებს საკუთარი მონაცემები გაუზიარა
- ‘რას აკეთებთ ოთხშაბათს?' - VALVE-ს გზავნილი მომხმარებლებს
გეიმინგში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში ახალ ერას იწყებს. Valve ტაქტიკური შუთერის ახალ სერიას უშვებს - Counter Strike 2. თამაში ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა გამოსულიყო, მაგრამ გაურკვეველი ვადით გადაიდო, ახლა კი კომპანიამ სხვადასხვა სახის მინიშნება გაავრცელა, რის მიხედვითაც CS2-ის გამოსვლას 27 სექტემბერს უნდა ველოდოთ.
სანამ ახალი თამაში გამოვა, მანამდე გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვა იმ ფაქტმა, თუ ვის რამდენი დრო ჰქონდა თამაშში გატარებული. ცხადია, ყველა უკრაინელი ვარსკვლავის, ოლეკსანდრ კოსტილიევის (s1mple) შედეგით დაინტერესდა, Natus Vincere-ის ლიდერმა კი ფანებს საკუთარი მონაცემები სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა.
23,476 საათი - s1mple-ის CS:GO-ს სათამაშო დრო ასე გამოიყურება. ეს შედეგი დაახლოებით 978 დღის ტოლფასია, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ უკრაინელი გეიმერი შეუჩერებლად ითამაშებდა, მაშინ ამ დროის დასაგროვებლად 2 წელი და 8 თვე დასჭირდებოდა.
კომენტარები