Thumbnail

ბოიკოტი ფართოვდება - რუსებთან თამაშს არც შვედეთი და დანია აპირებენ

ბოიკოტი ფართოვდება - იმ ქვეყნებს, რომლებიც წინააღმდეგი არიან, ითამაშონ ტურნირებში რუსეთთან ერთად, შვედეთი და დანიაც შეუერთდნენ. შვედეთის საფეხბურთო კავშირის თავჯდომარე ფრედრიკ რაინფელდტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნაკრები გუნდები არ აპირებენ რუსეთის გუნდებთან შეჯიბრებებში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს, უეფას აღმასკომმა რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებებს (ვაჟებსა და გოგონებს) მისი ეგიდით გასამართ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობის ნება ნეიტრალური სტატუსით დართო. ამავდროულად, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აღნიშნეს, რომ შეზღუდვა არ გავრცელდება რუსეთის უფროსი ასაკის ნაკრებ გუნდებზე, რომლებიც საერთაშორისო შეჯიბრებებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოაშორეს და ასე იქნება კონფლიქტის ამოწურვამდე.

"რუსულ გუნდებთან ერთად მონაწილეობას არანაირ შეჯიბრებაში მივიღებთ. ვაცხადებდით და კვლავაც ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსულ გუნდებთან თამაშს. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც თანხვედრაშია დანიისა და ინგლისის პოზიციებთან", - აქვეყნებს ფრედრიკ რაინფელდტის სიტყვებს Expressen.

უეფას გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განცხადება მალევე გაავრცელა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსებთან ერთად შეჯიბრებებში თამაშს არ აპირებს და ბოიკოტისკენ მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც. უკრაინელებს მხარი მალევე ინგლისმა, პოლონეთმა და ლატვიამ აუბეს.

კომენტარები

ბოლო ამბები