- 📅 30 სექტემბერი | ⌚ 19:45 | 🏟 ბორდო | 🏉 ფიჯი V საქართველო | 📺 I არხი
- მომავალი მატჩის შესახებ ვასილ ლობჟანიძემ და დემე თაფლაძემ ისაუბრეს
- 'საქართველო ეცდება ფიზიკურად დაგვჩაგროს' - ფიჯელების მწვრთნელი მომავალ მატჩზე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მომდევნო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ფიჯისთან შაბათს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ბორჯღალოსნების მხრიდან ამჯერად ვასილ ლობჟანიძემა და დემე თაფლაძემ ისაუბრეს.
ვასილ ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების მორაგბე): "ვიცით, რომ ფიჯი ძალიან ძლიერი ნაკრებია, ამდენად, ამ თამაშისთვის კარგად მომზადება აუცილებელია. გავითვალისწინეთ ის შეცდომები, რომლებიც პორტუგალიასთან დავუშვით და ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. სავარჯიშო კვირა კარგად მიმდინარეობს და შევეცდებით, ფიჯისთან იხილოთ ის საქართველოს ნაკრები, რომელიც პორტუგალიასთან და ავსტრალიასთან არ ყოფილა. რა თქმა უნდა, წნეხი უფრო მეტოქეზე იქნება, რადგანაც როგორც ჯოშუა ტუისოვამ თქვა, ისინი ჩვენთან თამაშს, როგორც ფინალს, ისე უყურებენ. ჩვენ არანაირი წნეხი არ გვაქვს და შევეცდებით, რაც შეიძლება ლაღად ვითამაშოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ".
დემე თაფლაძე (საქართველოს ნაკრების მორაგბე): "ფიჯი როგორც ტექნიკურად, ასევე ტატქიკურად ძალიან ძლიერი ნაკრებია. მათთან თამაშისთვის ძალიან დიდი ხანია ვემზადებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ წინააღმდეგ ღირსეულად წარვსდგეთ. ფიჯი ნამდვილად მოძლიერებულია, თუმცა, ჩვენც გავძლიერდით. რაც წინა ორ მატჩში დაგვაკლდა, იმის გაუმჯობესება მიმდინარეობს. ყველანაირად ვეცდებით, ეს შეცდომები აღმოვფხვრათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მოვუგოთ".
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს ფიჯისთან შერკინება 30 სექტემბერს ბორდოში ელით და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და პორტუგალიასთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ. აი, საქართველოს ნაკრებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა აქვს.
კომენტარები