- მიუნხენის ბაიერნის 37 წლის მეკარე მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს
- კლუბის სპორტული დირექტორი კრისტოფ ფროინდი იმედიანადაა განწყობილი
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა გუნდის მეკარე მანუელ ნოიერის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც თითქმის წელიწადია, არ უთამაშია. ფოინდის თქმით, 37 წლის მეკარის დაბრუნებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.
"მანუელის დაბრუნება შორს აღარაა. შესაძლოა, საკითხი სულ რამდენიმე დღეს ეხებოდეს.
რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა. ამ დროისთვის მნიშვნელოვანია სწორად დაიტვირთოს. იმედი მაქვს, რომ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ან მომავალ კვირაში ის მწყობრში ჩადგება და გუნდთან ერთად ივარჯიშებს", - აქვეყნებს კლუბის სპორტული დირექტორის სიტყვებს გერმანული მედია.
შეგახენებთ, რომ მანუელ ნოიერმა შარშან დეკემბერში თხილამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო პერიოდი გაუხანგრძლივდა.

მიუნხენის ბაიერნის გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 5 მატჩში 13 ქულა აქვს და ლევერკუზენის ბაიერთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეშია. მომდევნო მატჩს თომას ტუხელის გუნდი, რომლის კარს ძირითადად სვენ ულრაიხი იცავს, 30 სექტემბერს, სტუმრად ლაიპციგთან ჩაატარებს.
კომენტარები