Thumbnail

ბარსელონა ჟოაო კანსელოს გამოისყიდის - სიტისთან მოლაპარაკებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 29 წლის მცველი კატალონიაში იჯარის ვადის გასვლის შემდეგაც დარჩება
  • პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელზე კლუბებმა წინასწარ მოილაპარაკეს

ჟოაო კანსელო ბარსელონას სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება. El Chiringuito-ს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა მანჩესტერ სიტისთან 29 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის გამოსყიდვასთან დაკავშირებით წინასწარ მოილაპარაკა. საუბარია კანსელოს 35 მილიონ ევროდ შეძენაზე. 

როგორც ირკვევა, თავად მცველიც გახარებულია მოვლენათა ასეთი განვითარებით და მზად არის, მომავალ წელსაც ბარსელონას მაისურით ითამაშოს. 

ჟოაო კანსელო ბარსელონაში ერთწლიანი იჯარით გამოდის. ფეხბურთელს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ცნობილია, რომ ხოსეპ გვარდიოლა მასზე იმედს არ ამყარებს. ჟოაომ 2022/23 წლების სეზონის მეორე ნახევარიც იჯარით მიუნხენის ბაიერნში გაატარა. 

პორტუგალიის ნაკრების მცველი, რომელსაც ასევე უთამაშია ბენფიკაში, ვალენსიაში, ინტერსა და იუვენუტსში, კატალონიურ გუნდის სათამაშო სქემას იოლად მოერგო. ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 4 მატჩში კანსელომ უკვე 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები