Thumbnail

ოფიციალურად: ჯენარო გატუზო მარსელის მთავარი მწვრთნელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვალენსიას ყოფილი თავკაცი უმუშევრად დიდხანს არ დარჩენილა
  • 45 წლის იტალიელმა სპეციალისტმა პოსტზე მარსელინო შეცვალა

ჯენარო გატუზო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. მარსელმა 45 წლის იტალიელი სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. კლუბსა და სპეციალისტს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე გაფორმდა.

გატუზომ ამ თანამდებობაზე მარსელინო შეცვალა, რომელმაც კლუბი დანიშვიდან ჩატარებული 7 თამაშის შემდეგ დატოვა. 

"ძალიან გახარებული ვარ და ვამაყობ იმით, რომ მარსელს შევუერთდი. კლუბი და სტადიონი "ველოდრომი", სადაც ფეხბურთელობის დროს თამაშის შესაძლებლობა მქონდა, მთელ ევროპაშია ცნობილი თავისი ვნებითა და ემოციით. ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები ჩემს ახალ გუნდთან ერთად მუშაობას და იმ ამოცანების გადაჭრას, რომლებიც წინ მელოდება", - თქვა იტალიელმა დანიშვნის შემდეგ.

მწვრთნელ გატუზოს ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული

ჯენარო გატუზოს ბოლო სამუშაო ადგილი ვალენსია იყო, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის. იტალიელმა "ღამურები" 2022 წლის ზაფხულში ჩაიბარა, 2023-ის დასაწყისში კი ცუდი შედეგების გამო დატოვა. მანამდე სპეციალისტი წვრთნიდა: შვეიცარიულ სიონს, პალერმოს, ბერძნულ ოფი-ს. პიზას, მილანსა და ნაპოლის.

ზოგადად, მილანისა და იტალიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს სამწვრთნელო კარიერა არცთუ წარმატებული აქვს - ერთადერთი ტიტული, რომელიც მან მწვრთნელობისას მოიპოვა, ნაპოლის უკავშირდება - იტალიის თასი (2019/20). 

მარსელს საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. გატუზოს გუნდს ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრის ჩატარება 30 სექტემბერს, სტუმრად მონაკოსთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები