- NBA-ს სამი კლუბის დიდი შეთანხმება - ლილარდი მილუოკის ღირსებას დაიცავს
- პორტლენდსა და ფინიქსს რამდენიმე კალათბურთელი და დრაფტის პიკი ერგოთ
ამ ტრეიდზე მაგარი ამბავი დიდი ხანია არ გვსმენია. NBA-ს სამი კლუბი, პორტლენდი, მილუოკი და ფინიქსი კალათბურთელებისა და დრაფტის პიკების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მილუოკი ბაქსის ღირსებას მომავალი სეზონიდან დემიენ ლილარდი დაიცავს, რაც მილუოკის სერიოზულად გააძლიერებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაქსს რამდენიმე კალათბურთელისა და დრაფტის პიკის დათმობა მოუწია.
პორტლენდმა ამ გაცვლის სანაცვლოდ ჯრუ ჰოლიდეი, დეანდრე ეიტონი, ტუმანი კამარა, 2029 წლის დრაფტზე ბაქსის პირველი პიკი და ბაქსის პიკის არჩევანი მიიღო, ხოლო ფინიქს სანსს იუსუფ ნურკიჩი, ნასიფ ლითლი, კეონ ჯონსონი და გრეისონ ალენი ერგო.
ლილარდი NBA-ში 2012 წლიდან თამაშობს, მან ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა 7-ჯერ მიიღო, 2013 წელს წლის საუკეთესო ახალწვეულადაც აღიარეს. ლილარდი პორტლენდის ყველა დროის საუკეთესო მექულეა. მან კლუბის მაისურით 19 376 ქულა ჩააგდო.
კომენტარები