- საბა საზონოვი მე-6 ქართველია, რომელმაც სერია A-ში ითამაშა
- 21 წლის მცველის დებიუტი ლაციოსთან შედგა და ურიგოდ არ უთამაშია
- საზონოვის დებიუტი სერია A-ში - საბა ტორინოს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
- 'იმედია, გუნდს კარგად შეეწყობა' - ივან იურიჩი საბა საზონოვზე
უდინეზესთან ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური მატჩის პარალელურად, სერია A-ში საბა საზონოვის დებიუტი შედგა.
ტორინოში ქართველმა მცველმა პირველად რომის ლაციოსთან ითამაშა. მართალია, "ტორო" დედაქალაქში უშანსოდ დამარცხდა (0:2), მაგრამ საბას დებიუტს ურიგო არ ეთქმოდა. მან 27-ე წუთზე ტრავმირებული ალესანდრო ბონჯორნო შეცვალა და ჩირო იმობილეს წინააღმდეგ ნამდვილად კარგად ითამაშა.
იტალიურ მედიაში მის თამაშს ასე გამოეხმაურნენ:
Toronews - 6 ქულა: "იურიჩმა ნათლად აჩვენა, რომ ის ნამდვილად არ იყო მზად, მაგრამ გადაუდებელმა სიტუაციამ აიძულა, იგი დაუყოვნებლივ ჩაერთო ბრძოლაში. დებიუტი ისე შედგა, რომ გახურებაც ვერ მოასწრო და თანაც, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის, იმობილეს წინააღმდეგ მოუხდა თამაში. მან სამკაციანი დაცვის ცენტრში ითამაშა. ჩიროს ცუდად არ აკონტროლებს და მოხერხებულად თამაშობს. ყველაფრის გათვალისწინებით, არ არის ცუდი დასაწყისი".
Toro.it - 6 ქულა: "თავიდანვე ტორინოს ყოფილი ფეხბურთელის მეურვეობა (იმობილეს - რედ) მოუწია. ზომები მიიღო და დროდადრო უჭირდა, მაგრამ შეგრძნებები კარგია".
Numero-diez - 6 ქულა: "ბონჯორნო შეცვალა. ჩირო იმობილეს წინააღმდეგ ძალიან აგრესიული თამაში აჩვენა, რათა ლაციოს კაპიტანს ბურთი ადვილად ვერ მიეღო".
Eurosport - 6 ქულა: "21 წლის ქართველის დებიუტი "გრანატას" მაისურით გაუხურებლად შედგა. ის აგრძელებს იქიდან, საიდანაც ბონჯორნომ შეწყვიტა თამაში - იმობილეს შეუტია".
საბა საზონოვი ტორინოში დინამო მოსკოვიდან გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა და აქამდე ტურინული გუნდის განაცხადში სამჯერ მოხვდა. მომავალ შეხვედრას ტორინო 2 ოქტომბერს ვერონას წინააღმდეგ გამართავს. თუ ბონჯორნომ ტრავმა ვერ მოიშუშა, შესაძლოა, ქართველმა მცველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.
კომენტარები