Thumbnail
  • ვალენსია 0:1 რეალ სოსიედადი
  • გიორგი მამარდაშვილს კარში მხოლოდ ერთხელ დაურტყეს

გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში რეალ სოსიედადს მესტალიაზე უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა - სტუმრებმა პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.

32-ე წუთზე კარლოს ფერნანდესმა ვალენსიელთა დაცვის ხაზს მოდუნება არ აპატია და მეტოქის საჯარიმოში ბურთის მიღების შემდეგ, ყველაფერი ზუსტად შეასრულა, გიორგი მამარდაშვილი მოძრაობაზე დაიჭირა და გოლიც გაიტანა. რუბენ ბარახას გუნდი პირველი ნახევრის ბოლოს კაცნაკლული დარჩა, რადგან სელიმ ამალამ 3-წუთიან მონაკვეთში ყვითელი ბარათი ორჯერ მიიღო - მეორე ეპიზოდში, 45-ე წუთზე მან ოიარსაბალის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა არ დაინდო.

პირველი ტაიმის ბოლოს ვალენსია 10 კაცით დარჩა

მეორე ტაიმში გუნდებს რეალური სახიფათო მომენტი არ ჰქონიათ და აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ქართველ მეკარეს ამ შეხვედრაში სეივი არ ჰქონდა, სტუმრებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარში და ისიც გოლი გავიდა.

"ღამურებს" 7 თამაშში 3 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდათ. რუბენ ბარახას გუნდი 10 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს ბეტისთან სტუმრად გამართავს.

ვალენსია 0:1 რეალ სოსიედადი

გოლი: 0:1 ფერნანდესი (32)

კომენტარები

ბოლო ამბები