- ტენერიფე 86:94 ვალენსია
- გიორგი შერმადინის 21 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი
ესპანეთში საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ მეორე ტურში საკუთარ არენაზე ვალენსიას უმასპინძლა და 8 ქულით დამარცხდა - 86:94.
ტენერიფემ პირველი პერიოდი 25:19 მოიგო, რის შემდეგაც ზედიზედ ორი მეოთხედი დათმო და მეტოქე ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულით გაექცა. ვალენსიამ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვა, როდესაც მეტოქეს 15 ქულით აჯობა.
გიორგი შერმადინმა 22:55 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9-დან 7 ორქულიანი და 9-დან შვიდი საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ ბურთი 3-ჯერ მოხსნა მეტოქის ფარზე და 4-ჯერ ტენერიფეს ფარზე. ქართველი ცენტრი მატჩის MVP გახდა.
შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში თად მაკფადენის მურსიას ესტუმრება, რომელმაც მეორე ტურში ბასკონიას აჯობა. თადმა 15 წუთში 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა
კომენტარები