- ნაპოლი 4:1 უდინეზე
- თამაშის შემდეგ რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
- ხვიჩა კვარაცხელია: მწვრთნელთან საუბრის შემდეგ ამას მივხვდი
- KVARA IS BACK! რას წერს იტალიური მედია ხვიჩას ბრწყინვალე თამაშზე
ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა! მან 192-დღიანი უგოლო სერია დაასრულა - გოლის გარდა, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი და არაერთი ულამაზესი ეპიზოდი შემოგვთავაზა. კვარამ ნამდვილად ითამაშა ისე, როგორც ყველა მიაჩვია და როგორც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს შეშვენის. ის უდავოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
თამაშის შემდეგ ხვიჩას შესახებ რუდი გარსიამ ისაუბრა, რომელმაც ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები ნამდვილად არ დაიშურა:
"დღეს საღამოს დიდი კვარაც დაგვიბრუნდა: გააკეთა საგოლე პასი, პენალტი მოიპოვა, შემდეგ ბურთი ორჯერ გაარტყა ძელს, მერე კი იყოჩაღა და ყველაფერი გააკეთა, არ დანებდა ამ ორი ძელის შემდეგ და ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც ვფიქრობ, მომდევნო მატჩებში უფრო მეტ სიმშვიდეს მიანიჭებს, რადგან აღარ იფიქრებს გოლზე, იმიტომ, რომ ამას მარტიდან ელოდა. როგორც ვუთხარი, მოედანზე მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე უნდა ეფიქრა, რადგან ის არის სანახაობრივი ფეხბურთელი, რომელსაც უყვარს მეტოქის მოტყუება, უყვარს კარგად თამაში და საკმარისი იყო ამაზე კონცენტრირებულიყო, გოლს გაიტანდა, როგორც დღეს გაიტანა", - თქვა პრესკონფერენციაზე გარსიამ.
ნაპოლის ფრანგმა თავკაცმა კვარაზე ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუშიც ისაუბრა და დაახლოებით იგივე თქვა: "ახლა, როდესაც გოლი გაიტანა, გაცილებით ლაღად იქნება, დიდხანს ვესაუბრე და ვურჩიე, რომ ამაზე არ ეფიქრა. ის უნიკალური მოთამაშეა, ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეს ატყუებს და როცა ის ბედნიერია, მოედანზე ყველაფერი ისე მშვიდად მოდის, როგორც დღეს საღამოს", - აღნიშნა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 1 გოლით, 2 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ნაპოლი 11 ქულით სერია A-ში მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად ლეჩეს დაუპირისპირდება.
კომენტარები