Thumbnail

როდის დაბრუნდება მესი? ტატა მარტინოს ზუსტი პასუხი არ აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლიონელ მესის გარეშე ინტერ მაიამი U.S. Open Cup-ის ფინალში დამარცხდა
  • ტატა მარტინომ მატჩის შემდეგ არგენტინელის მდგომარეობაზე ისაუბრა

ტრავმირებული ლიონელ მესის გარეშე ინტერ მაიამიმ სეზონის მეორე ტიტულის მოგება ვეღარ შეძლო: დევიდ ბექჰემის გუნდი U.S. Open Cup-ის ფინალში ჰიუსტონ დინამოსთან 1:2 დამარცხდა. მესიმ და ესპანელმა ჟორდი ალბამ თამაშს ტრიბუნიდან უყურეს - ორივე ტრავმირებულია.

ჰიუსტონელებმა თამაში დამსახურებულად მოიგეს. გოლები გრიფინ დორსის (24-ე წუთზე) და ამინ ბასის (33-პენალტით) ანგარიშზეა. მაიამელებმა ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე შეაგდეს (ჯოზეფ მარტინესი).

ცნობილია, რომ მესი “კუნთების გადაღლის” გამო არ თამაშობს. “ჩვენ მისთვის რამდენიმე წუთის მიცემაზეც კი ვერ ვფიქრობთ, რადგან ეს დიდი რისკი იქნებოდა.” - განაცხადა მატჩის შემდეგ ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ. ბარსელონას ყოფილმა დამრიგებელმა ისიც თქვა, რომ მესის დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელება ახლა არ შეუძლია: “ველოდები, რომ მესი MLS-ის რეგულარულ სეზონში დარჩენილი 5 თამაშიდან რომელიმეში დაბრუნდება. ვფიქრობ, რეგულარულის დასრულებამდე ის აუცილებლად ითამაშებს.”

MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში ინტერ მაიამის 5 მატჩი აქვს დარჩენილი და ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა. პლეი ოფში გამსვლელ მე-9 ადგილამდე მესის გუნდს 5 ქულა აშორებს. მე-9 ადგილზე ახლა ნიუ იორკია, რომელსაც ინტერ მაიამიზე 2 მატჩით მეტი აქვს გამართული.

კომენტარები

ბოლო ამბები