- ვალენსიის ქართველ მეკარეს განვითარების მაღალი პოტენციალი აქვს
- კვარაცხელია +12, მამარდაშვილი +3 - ქართველების რეიტინგები გაირკვა
FC 24 ოფიციალურად 29 სექტემბერს გამოვა. ფაქტობრივად, "ახალ ფიფაზე" ყველაფერი ვიცით. მომხმარებლებს საფეხბურთო სიმულატორზე წინასწარი წვდომა 21 სექტემბრიდან შეეძლოთ და ახალი თამაშის "გასატესტად" საკმარისი დრო ჰქონდათ. საერთო ჯამში, გეიმინგ სამყარომ EA Sports FC 24 დადებითად შეაფასა, ign.com-მა თამაშს 10-ბალიანი სისტემიდან 7 დაუწერა, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.
ფეხბურთელების საბოლოო რეიტინგები 15 სექტემბერს გახდა ცნობილი. თამაშის შემქმნელებმა ახალ ვერსიაში მეკარეების როლი საგრძნობლად გაზარდეს, დაიხვეწა ტექნიკა და მათი მონაცემები რეალურ ფეხბურთს მაქსიმალურად დაემსგავსა. footballtransfers.com-მა თამაშში 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე გამოარჩია, რომლებსაც ყველაზე დიდი განვითარების პოტენციალი აქვთ, აღსანიშნავია, რომ მათი ასაკი 23-ს არ აღემატება.
სიაში მოხვდა ვალენსიას ქართველი "კიპერი" გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც მეორე ყველაზე მაღალი შეფასება აქვს - 86. მამარდას ამჟამინდელი რეიტინგი 80-ს შეადგენს, თუ იგი სეზონის განმავლობაში თამაშს გააუმჯობესებს, მისი მონაცემები საფეხბურთო სიმულატორზეც აისახება და მაქსიმუმ 6-ით გაიზრდება.

საუკეთესო ახალგზარდა მეკარეებს შორის პირველ ადგილს ტულუზას 18 წლის "კიპერი" გიიომ რესტი იკავებს. მართალია, მისი ამჟამინდელი რეიტინგი ძალიან დაბალია (70), თუმცა ყველაზე მაღალი განვითარების პოტენცილი აქვს - პლუს 17. სამეულშია ბენფიკას 22 წლის კარის დარაჯი ანატოლი ტრუბინიც, შესაძლოა, მისი რეიტინგი განახლებებზე 85-მდე გაიზარდოს. ვთქვათ ისიც, რომ გაზრდილი რეიტინგები Kick Off-სა და Ultimate Team-ში აისახება.
TOP 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე FC 24-ში:
გიიომ რესტი (ტულუზა) - 70 | 87
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 80 | 86
ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა) - 77 | 85
ბარტ ვერბიუგენი (ბრაიტონი) - 75 | 85
მარტენ ვანდევორდტი (გენკი) - 75 | 85
ლუკა შევალიე (ლილი) - 78 | 84
ენდრიუ (ჯილ ვისენტე) - 75 | 84
ელია კაპრილე (ემპოლი) - 72 | 84
ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი) - 72 | 84
ანდრე გომეში (ბენფიკა) - 63 | 84
კომენტარები