Thumbnail

GAMING | ტაქტიკური შუთერის ახალი ერა - Counter-Strike 2 გამოვიდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • Valve-ს პოპულარული თამაშის ახალი სერია 27 სექტემბერს გამოვიდა
  • ახალი სკინების შესაძენად მოთამაშეებმა საკმაოდ ბევრი თანხა დახარჯეს

ის, რასაც გეიმინგ სამყაროში დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ - Counter-Strike 2 ოფიციალურად გამოვიდა!

ტაქტიკური შუთერი ახალ ერას იწყებს. Valve-მ თამაში შეზღუდულ სატესტო რეჟიმში ჯერ კიდევ მარტში გამოუშვა, მას შემდეგ კი CS2-ის ზუსტი გამოსვლის თარიღი უცნობი იყო. კომპანიამ მომხმარებლებს მინიშნება რამდენიმე დღის წინ მისცა, როცა სოციალურ ქსელში გეიმერებს მიმართა: “რას აკეთებთ მომდევნო ოთხშაბათს?” - 27 სექტემბერს თამაშის გამოსვლა დადასტურდა. 

Counter-Strike 2 Valve's Source 2 ძრავზეა დაფუძნებული, გაუმჯობესებულია ინტერფეისი და განახლებულია Community Workshop ინსტრუმენტები. თამაშის გადმოწერა Steam-ის პლატფორმიდანაა შესაძლებელი (მეხსიერება 27 GB). აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ელემენტი, რომლებიც გეიმერებს CS:GO-ში ჰქონდათ შეგროვებული, ახალ თამაშში გადმოყვებათ. 

CS:GO 2012 წელს გამოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში გახდა

CS2 ხელმისაწვდომი გუშინ გახდა და ცხადია, გეიმინგ სამყაროში მთავარ სასაუბრო თემად იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ თამაშში ბევრი ახალი სკინია, მის შესაძენად მოთამაშეებმა საკმაოდ ბევრი თანხა დახარჯეს - თამაშის გამოსვლიდან 40 წუთში Case Openings-იდან Valve-მ 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

CS:GO-ს 11-წლიანი დომინაცია დასრულდა. თამაშმა eSports-ის სცენებზე მრავალი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა და გეიმინგის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ახლა კი ასპარესზე Counter-Strike 2 გამოდის - ახალი რეჟიმებითა და შესაძლებლობებით, ამ მოვლენით თანამედროვე კიბერსპორტი ახალ ეტაპზე გადავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები