Thumbnail

ჟურნალისტი კვარაცხელიაზე: გასულ სეზონთან შედარებით ნაპოლის სწორედ ეს აკლდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნაპოლის გასულ სეზონთან შედარებით ყველაზე მეტად მატჩებში კვარას წვლილი აკლდა, თუმცა, ერთი თამაში ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის.

"ბალანსი შეფასებებშიც საჭიროა. ნაპოლი ტრანსფორმაციის პერიოდს გადის და ერთი მატჩი არ არის საკმარისი ყველა პრობლემის გადასაჭრელად. თუ კვარაცხელია თამაშში სხვაობის შექმნას ახერხებს, შედეგიც ბუნებრივად მოდის. მოედანზე თამაშს მწვრთნელი კი არ განსაზღვრავს, არამედ ფეხბურთელები. ეს კვარას თვეების შემდეგ პირველი გოლია და გასულ სეზონთან შედარებით ნაპოლის ყველაზე მეტად რაც აკლდა, სწორედ კვარას წვლილი იყო", - თქვა მარკეტიმ.

სატრანსფერო ექსპერტმა ხვიჩას ახალ კონტრაქტზეც გააკეთა კომენტარი: "არ შეიძლება ნაპოლისთვის პრიორიტეტული არ იყოს კვარაცხელიას და ჟელინსკის კონტრაქტების საკითხი. ჩემი აზრით, გაუგებარია რატომ არ ჩქარობენ ამის შესახებ. აშკარაა, რომ შეთანხმება არ არსებობს, ეს ეკონომიკური ხასიათის საკითხია, ჯერ კიდევ არ ყოფილა საუბარი შესაბამის ციფრებზე, რომ შეთანხმება შემდგარიყო".

აქვე ერთი საინტერესო სტატისტიკაც: გასული სეზონის სტარტიდან ტოპლიგაში (ლიგა 1, ბუნდესლიგა, ლა ლიგა, პრემიერლიგა, სერია A) ერთ მატჩში გოლით და თან საგოლე პასით ხვიჩა კვარაცხელიაზე მეტჯერ თავი არავის გამოუჩენია. მან უდინეზესთან ეს მეექვსედ მოახერხა და მხოლოდ ლიონელ მესიმ გააკეთა გასული სეზონიდან იგივე 6-ჯერ. შემდეგ მოდიან ნეიმარი და ლოის ოპენდა (5), მაგრამ მესი და ნეიმარი ტოპლიგაში უკვე აღარ თამაშობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები