Thumbnail

'მიზანი შეურაცხყოფა ან დაცინვა არ ყოფილა' - ნაპოლის განცხადება ოსიმენზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენის საკითხზე, რომელიც TikTok-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ და მოგვიანებით წაშლილ ვიდეოს ეხება, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

კლუბში აცხადებენ, რომ ამ ვიდეოს მიზანი არ ყოფილა ოსიმენის შეურაცხყოფა ან დაცინვა:

"საფეხბურთო კლუბი ნაპოლი, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ თემაზე რაიმე სპეკულაცია, აკონკრეტებს, რომ არასოდეს აპირებდა კლუბის ტექნიკური აქტივის, ვიქტორ ოსიმენის შეურაცხყოფას ან დაცინვას.

ამის დასტურად, ზაფხულში კლუბმა მტკიცედ უარყო ყველა შეთავაზება, რომელიც მიღებულ იქნა ფეხბურთელის სხვა კლუბში ტრანსფერზე. სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით
TikTok-ზე ექსპრესიული ენა ყოველთვის იქმნებოდა სიმსუბუქით და კრეატიულობით, ოსიმენის შემთხვევაში, დაცინვის განზრახვის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ვიქტორს რაიმე შეურაცხყოფად მიაჩნია მის მიმართ, ეს არ ყოფილა კლუბის განზრახვა".

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნაპოლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო კლუბსა და ოსიმენს შორის სიტუაცია დაიძაბა. ნიგერიელის აგენტმა საჯარო განცხადება გაავრცელა და არც ის გამორიცხა, რომ კლუბისთვის მის კლიენტს ეჩივლა.

კომენტარები

ბოლო ამბები