- მარიო ბალოტელიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
- მან ქართველი შემტევი სამირ ნასრის შეადარა
იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ მარიო ბალოტელის უდინეზესთან ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ძალიან მოეწონა. მისი აზრით, მსგავსი გოლი ლიონელ მესის რომ გაეტანა, ამაზე ძალიან დიდხანს ილაპარაკებდნენ.
"კვარაცხელიამ დიდებული გოლი გაიტანა. ეს რომ მესის გაეკეთებინა, დიდხანს ისაუბრებდნენ, იგივე ეხება სამარჯიჩის გოლსაც", - თქვა ბალოტელიმ, რომელსაც შემდეგ ხვიჩასა და სამირ ნასრის შორის პარალელის გავლება სთხოვეს: "კვარა სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია, მაგრამ ნასრი მაინც სხვა იყო. ის იყო ნამდვილი ფენომენი, მასთან ერთად ვთამაშობდი, შთამბეჭდავად ტექნიკური გახლდათ, თვალები ფეხებზეც ჰქონდა".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი, 1 გოლით, 2 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ნაპოლი 11 ქულით სერია A-ში მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად ლეჩეს დაუპირისპირდება.
კომენტარები