Thumbnail

ნიცას ფეხბურთელი ხიდიდან გადახტომას აპირებდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ალექს ბეკა ბეკა ავტომაგისტრალზე გაჩერდა და ხიდის ბარიერზე გადაძვრა
  • ახალგაზრდა ფეხბურთელის დახმარება ფსიქოლოგმა და მეხანძრეებმა შეძლეს

ნიცას 22 წლის ფეხბურთელი, ალექს ბეკა ბეკა იტალიისკენ მიმავალი მაგისტრალის ერთ-ერთ ხიდზე თვითმკვლელობის მიზნით გაჩერდა. ახალგაზრდა მოთამაშე ხიდიდან გადახტომას აპირებდა, თუმცა მისი შეჩერებას ფრანგმა პოლიციელებმა, მაშველებმა და კლუბის ფსიქოლოგმა მოახერხეს.

შემთხვევის შესახებ პირველად BFM-მა დაწერა, რომ პროფესიონალმა ფეხბურთელმა შუა გზატკეცილზე მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ბარიერზე აძვრა. ავტომობილის ნომრის მიხედვით პოლიციამ პიროვნების ვინაობა დაადგინა, ხოლო RMC Sport-ის ინფორმაციით, ნიცამ კლუბის ფსიქოლოგი ფეხბურთელის დასახმარებლად გაგზავნა. 

მოთამაშის ვინაობა, კი goal.com-მა დაასახელა. 22 წლის ალექს ბეკა ბეკა ნიცაში მოსკოვის ლოკომოტივიდან 2022 წელს გადავიდა და ლიგა 1-ის გასულ სეზონში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მიმდინარე წელს მოედანზე ოფიციალურ მატჩში არ გასულა.

ნიცამ ბრესტთან გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენცია გააუქმა და ადგილზე ფსიქოლოგი გააგზავნა, რომლის მუშაობამაც შედეგი გამოიღო. ფსიქოლოგთან, დაახლოებით 1-საათიანი საუბრის შემდეგ, ალექსი ხიდის კიდეს მოშორდა და გზაზე დაბრუნდა. ფეხბურთელი მაშველებმა მისთვის უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანეს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები