Thumbnail

აბუ დაბის გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში 10 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ
  • ტურნირი, სადაც შარშან 2  ჩემპიონი გვყავდა, 24-26 ოქტომბერს არის დაგეგმილი

ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ დაბიში დაგეგმილ გრანდ სლემზე გამოვა.

ტურნირზე, რომელიც 24-26 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ქართველთაგან ძირითადად ახალგაზრდა ძიუდოისტებს ვიხილავთ, თუმცა, არიან გამოცდილებიც.

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ალეკო კასრაძე (ორივე – 66 კგ.), კოტე კაპანაძე, გიორგი ახალაური (ორივე – 73 კგ.), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.), მიხეილ ჯაფარიძე, ონისე სანებლიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, უჩა ტაბატაძე (ორივე +100 კგ).

არაბეთში შარშან გამართულ გრანდ სლემზე გიორგი სარდალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

აბუ დაბის გრანდ სლემზე ამ დროისთვის 58 ქვეყნის 244 ძიუდოისტი (147 კაცი, 97 ქალი) დარეგისტრირდა. განრიგის თანახმად, 24 ოქტომბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 25 ოქტომბერს – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 26 ოქტომბერს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი Jiu-Jitsu Arena-ზე თბილისის დროით სამივე დღეს 17:00 საათზე დაიწყება.

შარშან აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით იყო ჩასული, რომელთა მონაგარიც 4 მედალი იყო. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი – ბრინჯაო. 

კომენტარები

ბოლო ამბები