- 📅 30 სექტემბერი | ⌚ 19:45 | 🏟 ბორდო | 🏉 ფიჯი V საქართველო | 📺 I არხი
- ფიჯის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი მოახლოებული მატჩის შესახებ
- PREVIEW | ფიჯი V საქართველო - ნაკრებს კაპიტანი დააკლდება, შანსი ძალიან მცირეა
ფიჯის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი სემი რადრადრა მსოფლიო თასზე საქართველოსთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა. ფრანგული ლიონის 31 წლის გარემარბი მისი თანაგუნდელების მსგავსად, ქართველი მორაგბეების ფიზიკურ კონდიციებზე საუბრობს, მიიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ თავადაც არაფერი დაეწუნება.
რადრადრას, რომლის მეტსახელი – სემი-ტრაილერიც ბევრ რამეზე მეტყველებს, 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებისთვის 2 ლელო აქვს დადებული და მისი გაჩერება ხვალინდელ თამაშშიც ურთულესი საქმე იქნება.

სემი რადრადრა (ფიჯის ნაკრების მორაგბე): "მგონი, ყველამ ვიცით, საქართველოს ნაკრები რა ძალას წარმოადგენს. მათ ლამის ყოველ წელს ვეთამაშებით. ქართველ მორაგბეებს ფიზიკური ორთაბრძოლებით დატვირთული თამაში უყვართ, განსაკუთრებით წინა ხაზში. ჩვენი მიზანია ამ ქარიშხალს გავუმკლავდეთ და შევეცადოთ, რომ ფიზიკურად არ დაგვჩაგრონ. გვესმის, რომ ეს რთული იქნება, თუმცა, თუკი ჩვენს სტილს არ ვუღალატებთ, ყველაფერი გამოვა".
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს ფიჯისთან შერკინება 30 სექტემბერს ბორდოში ელით და მეტოქეები მას კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ფიჯელებს 6 ქულით C ჯგუფში მე-2 ადგილი უკავიათ და დარჩენილ ორ ტურში (საქართველოსთან და პორტუგალიასთან) მოგების შემთხვევაში, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ. აი, საქართველოს ნაკრებს კი აქტივში მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა აქვს.
კომენტარები