- დინამო თბილისი 1:0 საბურთალო
- საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები - დინამო თბილისი და საბურთალო "დავით პეტრიაშვილზე" დაუპირისპირდნენ. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქე ხორვატი ლეგიონერი დენის ბუშნიას ერთადერთი გოლით დაამარცხა.
ბუშნიამ გოლი შეხვედრის 37-ე წუთზე გაიტანა - გიორგი ხარაიშვილმა დინამოს შეტევის მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა და დენისს საჯარიმოს მისადგომებთან ზუსტი პასი გაუკეთა, ხორვატმა, კი ლაზარე კუპატაძეს აუღებლად დაურტყა. საბურთალოს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შანსი ჰქონდა, ყველაზე რეალური მომენტი, კი 77-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძეს შეექმნა, თუმცა გიორგი ლორიამ მაგარი სეივი გააკეთა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
დინამო თბილისმა ამ მოგების შედეგად 52 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე დინამო ბათუმს 7 ქულით ჩამორჩება. ანდრეს კარასკოს გუნდი მომავალ მატჩს საკუთარ მოედანზე გორის დილას წინააღმდეგ 3 ოქტომბერს ჩაატარებს.
საბურთალოს მარცხის შემდეგ 45 ქულა დარჩა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე პოზიციაზეა. ომარ თეთრაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას ქუთაისში, ადგილობრივი ტორპედოსთან გამართავს.
დინამო თბილისი 1:0 საბურთალო
გოლი: 1:0 ბუშნია (37)
კომენტარები